იაპონიაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ფუკუშიმას პროვინციაში ადგილობრივი დროით 12:16-ზე მოხდა. სტიქია იაპონიის ქალაქ მინამისომადან 83 კილომეტრის მოშორებით, 40 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.