საქართველოს პარლამენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვისთვის ემზადება. ხმაურიანი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაინიცირდა. ოპოზიციაში აღნიშნულ კანონპროექტს რუსულს უწოდებენ და მკაცრი წინააღმდეგობის გაწევას აანონსებენ. ოპონენტების ბრალდებებს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ბრალდებით პასუხობს. რას აცხადებენ მხარეები.