ხმაურიანი კანონის პოარლამენტში კვლავ დაინიცირების გადაწყვეტილება საერთაშორისო პოლიტიკური აქტორების ნაწილის მხრიდან უარყოფითად შეფასდა. უცხოელი პარტნიორები საქართველოს პარლამენტს, ამ ინიციატივის შეჩერებისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხეში აგდებს. რას უკავშირდება, საერთაშორისო პარტნიორთა აზრით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის კვლავ დღის წესრიგში დაყენება და როგორია მათი შეფასებები.