დღეს, 4 აპრილს 18:00 საათზე, 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ვადა იწურება.
ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ 2024 წლის გამოცდებზე ისინი ვეღარ დარეგისტრირდებიან.
მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ: მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია, რომელიც 3 აპრილს დაიწყო, 15 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია მოცემულია ცენტრის ვებგვერდზე -www.naec.ge.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.