რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი- მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება. დაგეგმილი პროექტების შესახებ ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმირებისა და მათი მიმდინარე პროცესში ჩართვის მიზნით, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა.განხილული იქნა ეროვნული პარკის საზღვრების დაზუსტებისა და დემარკაციის საკითხები , ასევე რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივები.