ადამიანი ამფიბია , რუსი მწერლის ალექსანდრე ბელიაევის სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანია. ავტორმა ტექსტზე მუშაობა 1927 წელს დაიწყო და 1928 წელს დაასრულა, რის შემდეგაც ის საბჭოთა ჟურნალ „მსოფლიოს გარშემოში“ გამოქვეყნდა, მკითხველის დიდი მოწონების შემდეგ კი ნაწარმოები მალევე წიგნის სახითაც გამოიცა.
წიგნის სიუჟეტი მოგვითხრობს ცნობილ არგენტინელ ქირურგ სალვატორეზე,რომელიც ბიოლოგიაში ექსპერიმენტებს ატარებს, კერძოდ კი სახეობათაშორისი ორგანოების გადანერგვითაა დაინტერესებული.ერთხელაც ექიმთან ინდიელ ბიჭუნას მიიყვანენ, რომელსაც იმდენად სუსტი ფილტვები აქვს, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალია. სალვატორი პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლას იწყებს და იმარჯვებს კიდეც. ბიჭს ახალგაზრდა ზვიგენის ლაყუჩებს გადაუნერგავს და ის გადარჩება. ამიერიდან აუცილებელია,ადამიანმა-ამფიბიამ ნახევრად წყალში და ნახევრად ხმელეთზე იცხოვროს რათა მისი მდგომარეობა არ გაუარესდეს.
______________________________________________________________
ალექსანდრე ბელიაევი 1884 წლის 16 მარტს სმოლენსკში, მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისს სურდა, რომ მას გაეგრძელებინა ოჯახური ტრადიცია და ალექსანდრე მოაწყო სმოლენსკის სემინარიაში. თუმცა ბელიაევი თავს რელიგიასთან დიდად არ აკავშირდებდა და სემინარიაში ათეისტიც კი გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ იურიდიულ სკოლაში ჩაირიცხა. სამართლის ფაკულტეტზე სწავლის დროს მამა გარდაეცვალა და მას მოუწია დედასა და სხვა ოჯახის რჩენა გაკვეთილებითა და თეატრისთვის წერით.
1906 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ბელიაევი გახდა პრაქტიკოსი იურისტი და კარგი რეპუტაცია მოიპოვა. იმ პერიოდში მისი ფინანსები საგრძნობლად გაუმჯობესდა და ბევრს მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში. ამ ხნის განმავლობაში მან განაგრძო წერა, თუმცა მცირე მასშტაბით. ლიტერატურა სულ უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა მისთვის და 1914 წელს მან დატოვა თავისი პროფესია, რათა კონცენტრირებულიყო თავის ლიტერატურულ საქმიანობაზე.
ბელიავმა სიცოცხლეში არა ერთი შედევრი შექმნა , მის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებები როგორებიცაა , „პროფესორ დოუელის თავი“ , „უკანასკნელი ატლანტიდელი „ , “მსოფლიოს მბრძანებელი“ და სხვები.
ალექსანდრე ბელიაევი ითვლება საბჭოთა სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლად , მისი წიგნები ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე და გაყიდულია მათი მილიონობით ეგზემპლიარი.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2019 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე პალიტრა ელ წერტილი ჯი.