უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ხარკოვის მერის ინფორმაციით, ქალაქზე დრონებით განმეორებითი თავდასხმის შედეგად 3 მაშველი დაიღუპა - ყველა მათგანი საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი იყო. გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 4 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსებმა დონეცკის ოლქს სამი ერთეული S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს.