„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ევროპელ პოლიტიკოსებსაც არ მოსწონთ. ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ამ კანონს ერთი მიზანი აქვს და ეს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟია. გარდა ამისა, მოცემულ საკითხს ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პოლიტიკური ჯგუფის, „განაახლე ევროპას“ წევრი, პეტრას აუსტრევიჩუსიც გამოეხმაურა. ის თვლის, რომ „ქართული ოცნება“ ევრაზიული ტირანიისკენ იხრება“. მისივე თქმით, „დემოკრატიული კრიტერიუმები არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საკითხი“.