პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სიებში, გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის ქალი დეპუტატები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს გენდერულ დისკრიმინაციას. პოლიტიკოსები პარტია „გირჩს ოცნებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. თავად პარტია „გირჩის“ ლიდერები კი ღიად ამბობენ, რომ პოლიტიკური ვაჭრობა საპარლამენტო ცხოვრების ერთერთი შემადგენელი ნაწილია. „ქართული ოცნება“ კი პოლიტიკაში ქალთა დამოუკიდებლად პოზიციონირების აუცილებელ წინა პირობად გენდერული კვოტების გაუქმებას მიიჩნევს. როგორც შალვა პაპუაშვილმა “პალიტრანიუსთან” საუბრისას განაცხადა, პარტიებს იმის საშუალება აქვთ, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი თავად განსაზღვრონ, რისთვისაც კვოტირება და კანონის სახელით იძულება არ უნდა სჭირდებოდეთ.