პრეზიდენტის მიერ ტერმინ „რუსული კანონი“ -ს „დაბრენდვა“ მიუღებელია, - აღნიშნულის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, რითაც ის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მიერ ევროპული გზიდან გადახვევაზე ისაუბრა, თუმცა, როგორც პაპუაშვილი განმარტავს, პრეზიდენტმა ისეთი მაგალითები დაასახელა, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებით, პრეზიდენტი ხელისუფლებას ეკონომიკური კოლაფსისა და სამხედრო დაპირისპირების რისკის მომატებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელისუფლება რუსული პოლიტიკის გატარებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ მმართველი პარტია საკუთარი გადაწყვეტილებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, საბოტაჟს ახორციელებს.