ოპოზიციისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო პროექტი მიუღებელია. მათი ნაწილი კანონის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას ისევ რუსულს ეძახის. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი კანონპროექტის განხილვას ელოდება. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი პარტია არჩევნებში მარცხდება, რის გამოც მზად არის, რომ ქვეყანაც ამ მარცხში ჩაიყოლოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის უკუსვლის საშუალება არ მიეცეს. მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივაში აღარ იქნება ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" და ის კერძო პირებს არ შეეხებათ. კანონი ფინანსების დეკლარირებას იმ ორგანიზაციებისგან მოითხოვს, ვისი შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მოდის. ის ორგანიზაცია კი, რომელიც უარს იტყვის გამჭვირვალობაზე, დაჯარიმდება.