შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულმა 4-მა პირმა, ორი მოდავე მხარის მიმართვის საფუძველზე, ,ასევე ,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებული 3 პირის მეშვეობით, თბილისში „ქურდული გარჩევები“ მოაწყვეს, სადაც მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავა განიხილეს და გადაწყვეტილება ,,ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად მიიღეს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.