1. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ, პარტიის ფოთის საკრებულოს დეპუტატ დავით ხომერიკთან ერთად, ბრიფინგი გამართა. ვასო ურუშაძის განცხადებით ქვეყანაში დასაქმების პრობელმაა, როდესაც ქვეყანას აქვს პოტენციალი საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში 50 000-ი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნას. მისივე თქმით საავტომობილო გადაზიდვების სექტორში პრობლემები გამოწვეულია კორუფციით, ბიუროკრატიით, გაუმჭირვალე სანებართვო სისტემით და არასაკმარისი რაოდენობის ნებართვებით.