პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს უსმენენ. ლევან დავითაშვილის ვარაუდით, მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. მინისტრის ეს პროგნოზი დაუჯერებელი და არარეალისტურია ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისათვის, რომლებმაც დავითაშვილს კრიტიკული კითხვები დაუსვეს. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რის საფუძველზე საუბრობენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ეკონომიკურ ზრდაზე მაშინ; როდესაც მატი თქმით ფაქტები სზვა რამეზე მეტყველებს. ოპოზიციისაგან განსხვავებით, დავითაშვილის მინისტრობის პერიოდს წარმატებულს უწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ კითხვების დასმისას, გატარებული რეფორმებისათვის მინისტრს მადლობა არაერთხელ გადაუხადეს. ხატია სამხარაძე თემის დეტალებით.