უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ მომზადებული კანონის პარლამენტში დაბრუნებას ხმაური მოყვა სხდომათა დარბაზში. ოპოზიციამ ინიცირებული პროექტი ანტისახელმწიფოებრივად კიდევ ერთხელ შეაფასა, რასაც მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან პროტესტი მოყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ოპოზიციას გამოსვლისას მიკროფონი რამდენჯერმე გაუთიშა.