პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. სხდომის დაწყებამდე მინისტრის მოსმენასთან დაკავშირებით დეპუტატებმა წინასწარი ვარაუდები გამოთქვეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსები ხელისუფლებასა და ეკონომიკის მინისტრს აკრიტიკებენ, რადგან მათი მტკიცებით, საქართველოში ბევრი ადამიანი შიმშილობს, რაც ეკონომიკურ პრობლემებზე მიუთითებს. ამავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ დავითაშვილი სწორედ ის მინისტრია, რომელმაც ჩვენს ქვეყანას წარმატება მოუტანა, ამიტომ, მათი კითხვები ეკონომიკურ ზრდასა და სამომავლო პერსპექტივებს შეეხება. დეპუატტების წინასწარ მოლოდინებთან დაკავშირებით უფრო ვრცლად - ხატია სამხარაძე ისაუბრებს.