საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება. მდინარაძის განმარტებით, „პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.