ნატო უკრაინისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის. Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ფონდის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელშიც 5 წლის განმავლობაში, წევრი სახელმწიფოები ჯამში 100 მილიარდი დოლარს შემოიტანენ. გამოცემის ცნობით, ალიანსის წევრები ჯერ კიდევ განიხილავენ სტოლტენბერგის იდეას და შენატანების გადანაწილების მექანიზმს. წყაროები აღნიშნავენ, რომ წინადადება, დიდი ალბათობით, შეიცვლება იქამდე, სანამ მოკავშირეები შეთანხმებას მიაღწევენ. ნატო-სა და თეთრ სახლს აღნიშნულ საკითხზე კომენტარები არ გაუკეთებიათ.