პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ყოველწლიური ანგარიშით ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი წარსდგება. საპარლამენტო უმრავლესობაში დადებითი მოლოდინი აქვთ. მათი შეფასებით, უწყების ხელმძღვანელის მოსმენა საინტერესო იქნება, რადგანაც ის იმ ეკონომიკური ფაქტორებისა თანაავტორი და განმახორციელებელია, რომელმაც, მათივე შეფასებით, ჩვენს ქვეყანას წარმატება მოუტანა. ამავდროულად, ხელისუფლების ოპონენტთა მოსაზრება განსხვავებულია - მათ მინისტრთან უამრავი კითხვები აქვთ, რადგანაც, როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს და ეკონომიკური მაჩვენებელი ქვეყანაში დაბალია.