გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის” ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. იაგო ხვიჩიას თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ქალთა უფლებების დასაცავად დააინიცირეს. ამავდროულად, გენდერული კვოტების საკითხს ოპოზიციის ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ ფორმით ქალების პოლიტიკაში ჩართულობას სერიოზული პრობელემები ექმნება, რაც მხოლოდ “ქართული ოცნების” ინტერესებში შედის. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, საპირისპიროს ამტკიცებს - მათი თქმით, ქალთა გაძლიერებასა და პოლიტიკაში ჩართულობას გენდერული კვოტა არ სჭირდება.