რიკოთის გვირაბში 3-5 აპრილს ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დეპარტამენტი აზუსტებს, რომ პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, რიკოთის გვირაბში 3 აპრილიდან 5 აპრილამდე, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად იქნება შესაძლებელი. დროის ამ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.