"გირჩის” ინიციატივას გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე ოპოზიციის ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ ფორმით ქალების პოლიტიკაში ჩართულობას სერიოზული პრობელემები ექმნება, რაც მხოლოდ “ქართული ოცნების” ინტერესებში შედის. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, საპირისპირო პოზიციას აფიქსირებს. მათი მტკიცებით, ქალთა გაძლიერებასა და პოლიტიკაში ჩართულობას გენდერული კვოტა არ სჭირდება. საკითხს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. ხატია სამხარაძე თემის დეტალებით.