ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. საარჩევნო უბნების გახსნამდე 7 თვით ადრე მმართველი პარტიის წევრები ფიქრობენ რომ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და ახალი მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ. მათი განცხადებით, ამგვარი მოლოდინის საფუძველს ოპოზიციურ ველზე არსებული მდგომარეობა და სოციოლოგიურ კვლევებში ასახული შედეგები აჩენს. განსხვავებულ რეალობაზე საუბრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესახებ, მხოლოდ პიარული ხრიკია.