30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ლაზარე გრიგორიადისის საქმის გაჭიანურებისა და საპროცესო უფლებების დარღვევაზე საუბრობს. მესამე სექტორი განცხადებაში განმარტავს, რომ ლაზარე გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დარღვევა კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს მიიღებს, თუ მოსამართლე დაპირებას შეასრულებს და მომდევნო სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დასწრების მოთხოვნას ლაზარე გრიგორიადისს სხდომაზე არგამოცხადებად ჩაუთვლის, რასაც შედეგად სხდომის ლაზარე გრიგორიადისის დაუსწრებლად ჩატარება მოჰყვება.