“იძებნება სამართალი" - ამ შინაარსის, საღებავით გაკეთებული წარწერები, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში გამოჩნდა. გარდა ამისა, პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად განიხილება სასამართლოში ე.წ ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხიც. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში გაკეთებული წარწერების უკან გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა დგას. მათივე განმარტებით სასამართლოში ვეტინგის სისტემის დანერგვაზე საუბარი ჩვენი ქვეყნისა და ქართული სასამართლოსთვის შეურაცხმყოფელია. საკითხზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიებიც. ხელისუფლების ოპონენტენის ნაწილი ვეტინგის სისტემის დანერგვას ემხრობა. ნაწილი კი ფიქრობს, რომ სასამართლოში რეფორმების განხორციელება 2024 წლის არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.