გასულ წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს მილიონ 78 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც 19%-იანი ზრდაა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი სტუმარი პრომეტეს ღვიმეს ჰყავდა, კერძოდ, საუბარია ჯამში თითქმის 231 ათას ვიზოტორზე. შემდეგ მოდის მარტვილის კანიონი - 229 ათასი სტუმრით. მესამე პოზიციაზე კი სათაფლიაა. რაც შეეხება 2023 წელს ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულ შემოსავლებს, 10-ნახევარი მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 26% -ით არის გაზრდილი.