შეერთებული შტატები და ისრაელი, რაფაჰში ისრაელის სამხედრო შეჭრის შესახებ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ალტერნატიული წინადადებების განსახილველად, ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ. გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ვირტუალური შეხვედრა ბენიამინ ნეთანიაჰუს რეპუტაციის გადარჩენის საშუალებაა. სტრატეგიულ საქმეთა მინისტრმა რონ დერმერმა, პრემიერი არაერთხელ გააფრთხილა, რომ თუ შეხვედრა წარუმატებელი იქნება, ეს აშშ-ს პრეზიდენტთან ურთიერთობებს დაძაბავს. გავრცელებული ინფორმაციით, ვირტუალურ შეხვედრაში მონაწილეობას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველიც მიიღებს.