პალესტინის ახალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ მუჰამედ მუსტაფას ხელმძღვანელობით, პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის წინაშე ფიცი დადო. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ცნობით, ფიცის დადების ცერემონია რამალაში, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე გაიმართა. ცერემონიის შემდეგ, მაჰმუდ აბასის თავმჯდომარეობით ახალი მთავრობის სხდომა გაიმართა. აბასის განცხადებით, ღაზაზე ისრაელის აგრესიის შესაჩერებლად არაბულ და საერთაშორისო მხარეებთან მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, პალესტინის პოლიტიკური მიზანი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ოკუპაციისგან გათავისუფლებაა. აბასმა ხაზი გაუსვა, რომ ახალ მთავრობას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და პალესტინის ეკონომიკის აღორძინებაზე ფოკუსირება მოუწევს. პალესტინის მთავრობა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შტაიეს მეთაურობით, თებერვალში გადადგა. მუჰამედ მუსტაფა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მარტის დასაწყისში დაინიშნა.