უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბუჩას განთავისუფლების წლისთავისა და იქ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს. უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი სიტყვა უმნიშვნელოა. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ტერაქტის, მათ შორის 22 მარტს მომხდარი ტერაქტის კვალი, სავარაუდოდ, უკრაინისკენ მიდის. რუსეთი ამ მოვლენებში მონაწილე პირების, მათ შორის ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი მალიუკის ექსტრადიციას ითხოვს.