საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 33 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში იმ პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლებს, დეპუტატებს, საარჩევნო კომისიის წევრებსა და სტუდენტებს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მნიშვნელობის რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რეფერენდუმი არის გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლო, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი, რადგან ის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა.