მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მომუშავე ერთ-ერთმა საელჩომ უცხოეთში პროგრამით ე.წ ვეტინგის მომხრეები წაიყვანა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ აღნიშნავს რომ საერთაშორიო ვიზიტები ზოგჯერ სასამართლოში ჩარევის მექანიზმად გამოიყენება. პრემიერის განცხადებითვე, ზოგიერთი ძალა სასამართლო სისტემას საბჭოური მეთოდებით ებრძვის.