საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს, რომელიც თვითმართველობის არჩევნებში 40 პროცენტიანი ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს, ოპოზიცია ისევ აკრიტიკებს. ქართული ოცნების ოპონენტების შეფასებით, დაანონსებული ცვლილებები მმართველ პარტიაში არსებულ არეულობასა და პარტიის ურეიტინგობაზე მეტყველებს. ოპოზიციის კრიტიკას სახელისუფლებო გუნდში პროვოკაციას უწოდებენ, თუმცა ამ შეფასების მიუხედავად, ოპოზიციონერ დეპუტატებს საარჩევნო საკითხებზე დისკუსიებში მონაწილეობას მაინც სთავაზობენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი მზადაა, საკითხზე მმართველ პარტიასთან ერთად იმსჯელოს.