მას შემდეგ რაც, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობასთან დაკავშირებით გააკრიტიკა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დიასპორისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისა და ხმის მიცემის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენები გამოაქვეყნა. უფრო კონკრეტულად, საუბარია იმ საფეხურებზე, რაც ქართველმა ემიგრანტებმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისთვის უნდა გაიარონ. პარალელურად, აღნიშნული საკითხი დისკუსიის საგანი გახდა პოლიტიკურ სპექტრშიც. პრეზიდენტის მოსაზრებას იზიარებენ ოპოზიციაში და ფიქრობენ, რომ უნდა გამოინახოს რაიმე მექანიზმი, რითიც ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის პროცესი გამარტივდება. ცნობილია მმართველი გუნდის პოზიციაც.