ჰოსპიტალიზაცია წინასწარ შეთანხმებულ კლინიკებში - პროკურატურამ საქმეზე დაკავებულ სამ პირს ბრალი წარუდგინა.კორუფციის ბრალდებით დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.დანაშაული 4-დან - 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, სამივე დაკავებული გარიგებაში იყო შესული "ევექსის ჰოსპიტლებთან", რომელიც ახლა სააქციო საზოგადოება "ვიანის" მფლობელობაშია გადასული. „ვიანი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმე პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა გრძელდება.