პოლიტიკაში ქალების აქტიური ჩართულობა, შიდა დემოკრატია, მშვიდობისა თუ თავისუფლების მნიშვნელობა და ქალთა გაძლიერება - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც „ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ და წევრებმა, სპეციალურად გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს. ამავე ღონისძიებაზე, გამგეობის წევრები აირჩიეს, თავმჯდომარის პოზიციაზე კი მხარი კვლავ ნინო წილოსანის კანდიდატურას დაუჭირეს. კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ნინო წილოსანმა, თეა წულუკიანმა და მაკა ბოჭორიშვილმა მიმართეს. თოთოეულმა მათგანმა ხაზი პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის აუცილებლობისა და მშვიდობის მნიშვნელობას გაუსვა.