რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა "შუა აზიის ქვეყნის" სამი მოქალაქე, რომლებიც ქვეყნის სამხრეთში თავდასხმას გეგმავდნენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები წერენ, FSB-მ "აღკვეთა სამი პირის ტერორისტული" საქმიანობა. უწყების მტკიცებით, ისინი აფეთქების მოწყობას სტავროპოლის ოლქის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გეგმავდნენ. როგორც რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული "რია-ნოვოსტი" წერს, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობაც.