ეროვნული თავდაცვის აკადემიას „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრები ესტუმრნენ . აკადემიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იუნკერებთან ერთადაც ისადილეს. საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.