საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში ვიზიტს განაგრძობს. ილია დარჩიაშვილი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს, ვიქტორია ვილარუელს შეხვდა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველო- არგენტინის საპარლამენტო თანამშრომლობა და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ საპარლამენტო დონეზე კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ეწვია ქალაქ ბუენოს - აირესის საკანონმდებლო ორგანოს, სადაც გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ბუენოს აირესის საკანონმდებლო ორგანოსა და თბილისის საკრებულოს შორის. დოკუმენტი ხელს უწყობს თბილისის საკრებულოსა და ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მუნიციპალური განვითარებისა და თვითმმართველობის საკითხებზე თანამშრომლობის გამყარებას.