სასამართლოში ე.წ ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი პოლიტიკოსების მხრიდან კვლავ აქტიურად განიხილება. ოპოზიციის ნაწილი მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების აუცილებლობაზე საუბრობს. ვეტინგის სისტემის დანერგვას მმართველ პარტიაში კატეგორიულად გამორიცხავენ.