მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებასა და ე.წ "ვეტინგის" სისტემის დანერგვას, “ქართული ოცნება” კვლავ უადგილოდ მიიჩნევს. ხელისუფლებაში პაველ ჰერჩინსკის იმ განცხადებას აკრიტიკებენ, რომლითაც ევროკავშირის ელჩი მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას ემხრობა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ვიდრე ვინმე სიტყვა “ვეთინგს” ახსენებს, მან ჯერ ქართველ მოსამართლეებს ბოდიში უნდა მოუხადოს. ევროკავშირის ელჩისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიციის აზრი ორად იყოფა. ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია შეშინებულია და მოსამართლეების არაკეთილსინდისიერების გამოაშკარავება არ სურს, მეორე ნაწილი კი ე.წ ვეთინგის სისტემას ბუტაფორიად მიიჩნევს. ამ თემაზე ხატია სამხარაძე მუშაობს და სხვა დეტალებს სწორედ ის გაგვაცნობს.