ქვეყნები, სადაც ადამიანები ყველაზე მეტს ან ნაკლებს ცოცხლობენ და რომელ ადგილზეა საქართველო. ზედიზედ მეორე წელია, რაც მსოფლიოში გლობალური სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა. პროცესი 2019 წელს პანდემიის დაწყებას უკავშირდება. რეგიონების მიხედვით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი ევროპაშია - ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 80 წელია.ქვეყნები, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე ხანგრძლივია, აზიისა და ევროპის მდიდარ ქვეყნებს წარმოადგენენ და ესენია:, იაპონია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია და სამხრეთ კორეა - 84 წლიანი სიოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ისინი პირველ ადგილზე არიან. ანტირეკორდი აფრიკის ქვეყნებს ეკუთვნის. ჩადიში, ნიგერიასა და ლესოთოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 53 წელია. 2021 წლის, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 201 ქვეყნიდან 106-ე ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი ჩვენთან 71 წელი იყო მითითებული. 2022 წელს Central Intelligence Agency-ის ცნობით კი, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77 წელია. ამავე რეიტინგში 227 ქვეყნიდან საქართველო 89-ე ადგილს იკავებს.