საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო. სააკაშვილმა პროცესზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. მესამე პრეზიდენტის განცხადებით პატარა პარტიები 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ, რაც პრობლემა იქნება მთლიანად ოპოზიციისა და ქვეყნისთვის. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ პატარა პარტიების ბარიერს მიღმა დარჩენის საფრთხე რეალურია, "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებშიერთპიროვნულად ბრძოლა და გამარჯვება მოუწევს.