ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” ემიგრანტების ხმების მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები 2 ძირითად პრობლემაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, 2020 წლის მაგალითმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ უბნების სიმწირე შეიმჩნევა, რაც ემიგრანტებს დამატებით პრობლემებს უქმნის.გარდა ამისა ისინი აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ ბევრი ადამიანი არალეგალურად ცხობრობს, რომლებსაც დეპორტაციის შიშით საკონსულო აღრიცხვა არ სურთ. ოპოზიციის მითითებასა და კრიტიკას “ქართული ოცნებაში” პასუხობენ. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს. პოლიტიკურ სპექტრში გაჩენილ კითხვებს ცესკოს თავმჯდომარე პასუხობს. რას აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობასთან დაკავშირებით, ხატია სამხარაძე გვეტყვის.