საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ცესკოს თავმჯდომარისა და 3 პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტების წარდგენა 9 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. შექმნილ კომისია კი ისევ იმ წევრებით დაკომპლექტდება, რომელიც პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში იყო. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომისიაში ასევე შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, წამოწყებული პროცესი ფორმალურია, რადგან ქართულ ოცნებას წინასწარ უკვე აქვს გადაწყვეტილი ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე. თავმჯდომარის არჩევის დემოკრატიულობის პირობას დებს მმართველი გუნდი. როგორია მოლოდინები და ვის აქვს სურვილი გახდეს უწყების ხელმძღვანელი მერაბ პაპაშვილი გვიერთდება თემის დეტალებით.