საქართველოს ფეხბურთის ისტორია დაიწერა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა - Palitra News

საქართველოს ფეხბურთის ისტორია დაიწერა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა

2024-03-27 09:18:02+04:00

საქართველოს ფეხბურთის ისტორია დაიწერა- ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. ისტორიული შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა. ბერძენ მეტოქეებთან გამართულ მატჩამდე, ნახევარფინალში "ჯვაროსნებმა" ლუქსემბურგის ნაკრებს 2:0 სძლიეს, ხოლო საბერძნეთმა ყაზახეთს 5:0 მოუგო. ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.