პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა - Palitra News

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა

2024-03-23 12:15:22+04:00

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.სტუდენტებთან შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, თავდაცვის უწყების პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე. მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა. თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი - „ჩვენი ჯარი“ მომავალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.