საგანმანათლებლო პლატფორმის „ვიკიპეტის“ ორგანიზებით, კინოლოგიური, ფელინოლოგიური და ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა - Palitra News

საგანმანათლებლო პლატფორმის „ვიკიპეტის“ ორგანიზებით, კინოლოგიური, ფელინოლოგიური და ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

2024-03-20 19:29:03+04:00

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის განსახილველად საგანმანათლებლო პლატფორმის „ვიკიპეტის“ ორგანიზებით, ქვეყანაში მოქმედი კინოლოგიური და ფელინოლოგიური სფეროს, ასევე, ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. დარგის სპეციალისტებმა გაფართოებულ ფორმატში კანონპროექტის შესახებ საკუთარი პოზიციები და შენიშვნები დააფიქსირეს. მათი თქმით, შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, თუმცა საჭიროა გარკვეული ბუნდოვანი მუხლების, მათ შორის, ევთანაზიასთან დაკავშირებული პუნქტების მეტად მკაფიოობა და ცვლილება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიზანია შინაური ცხოველების დაცვა და პოპულაციის მართვა. კანონპროექტის თანახმად, ყველა მეპატრონე ვალდებული იქნება, საკუთარ ძაღლსა და კატას კასტრაცია/სტერილიზაცია გაუკეთოს. • შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონეებმა თავიანთი ცხოველები 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა დაარეგისტრირონ.