კანადა ისრაელში იარაღის ექსპორტს აჩერებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებით, ქვეყანამ რეალური გადაწყვეტილება მიიღო. მელანი ჯოლიმ ისრაელისთვის იარაღის გადაცემის შეჩერების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც კანადის თემთა პალატამ საკითხთან დაკავშირებით არასავალდებულო ინიციატივა მიიღო. გადაწყვეტილებას ისრაელი უკვე გამოეხმაურა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ კანადის ქმედებებს ისტორია მკაცრად განსჯის.