მექსიკაში საქართველოს მოქალაქეების გატაცებას არ ადასტურებს საგარეო საქმეთა მინისტრი. როგორც ილია დარჩიაშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, " გატაცებული არავინ არ არის. მისი თქმით საქართველოს თითოეული კონსული და დიპლომატიური წარმომადგენლობა მზადაა მოქალაქეების ინტერესის დასაცავად. მინისტრის განცხადებით ხელისუფლება მზად არის ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დიპლომატიური დახმარება გაუწიოს . ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცეს.