მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება და ე.წ ვეთინგის სისტემა კვლავ ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის განხილვის მთავარი თემაა. პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების განსაზღვრა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მხოლოდ ქონებრივი თვალსაზრისით შემოწმებას არ უნდა გულისხმობდეს. ამ საკითხს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, ლაშა ტუღუშიც გამოეხმაურა. ჩვენს ტელერახთან საუბრისას, მან განაცხადა, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საკითხი, საკმაოდ რთული და კომპლექსური პრობლემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.